LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია

305
C66AB267-6E4E-45A6-B631-1BEAD8BBF500-w1023-r1-s

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ევროპელ ბიზნესლიდერთა ფორუმი გახსნა. სალომე ზურაბიშვილმა ფრანგ მეწარმეებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს სრული ევროპეიზაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ფორუმს ფრანგული ბიზნესსექტორის 700-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის ისინიც, ვინც უკვე მუშაობენ ქართულ ბაზარზე.

როგორც პრეზიდენტმა „მედეფის“ აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო ყველა სფეროში მზად არის ევროპასთან მეტად დაახლოებისთვის.

„საქართველოს მაგალითი მართლაც რომ პარადოქსულია. ის, როგორც არასდროს, მიისწრაფვის ევროკავშირში შესასვლელად, საქართველოს ევროპული მისწრაფება არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე.

როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია: საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება, გერმანიის გაერთიანება და ევროპის აღმოსავლეთისაკენ გაფართოება. ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ირლანდიის ვიცე-პრემიერი, რომელიც დაეთანხმა სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს ადგილი და მისი ნამდვილი სახლი ევროკავშირშია.

„ჩვენ, როგორც თქვენსავით პატარა ქვეყანა ამ სახლის მეორე მხარეს, დაგეხმარებით ყველაფრით, რაც შეგვიძლია“, – აღნიშნა ირლანდიის ვიცე-პრემიერმა.

Vive la France! Vive la Georgie! – ამ სიტყვებით დაასრულა თავისი მიმართვა ევროპელ ბიზნესმენთა ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა.

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/911981902470356/?epa=SEARCH_BOX

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები