საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მაია მენაღარიშვილის ინფორმაციით, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება.
ინიშნება თუ არა თეა წულუკიანი მინისტრად – ჟურნალისტების მიერ დასმულ ამ შეკითხვას „ქართული ოცნების“ დეპუტატი მაია მენაღარიშვილი პასუხობს:
„როგორც ვიცი, იგეგმება“, – ამბობს მენაღარიშვილი.
კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი ინიშნება: მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე გაიმართა
შეგახსენებთ, გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად ინიშნებოდა. გავრცელბული ინფორმაციით, მმართველ გუნდში აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე შედგა.
თეა წულუკიანის კოლტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს.