LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია კორონავირუსით დაავადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა: 18 წლის გოგონას ანალიზის პასუხი კი მალე იქნება

270
korona55]

კორონავირუსით დაინფიცირებული 50 წლის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მამაკაცს არ აქვს ტემპერატურა.

„ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვს ტემპერატურა და ჩივილები. განმეორებითი კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება, თუმცა ეს დაავადება საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და შესაძლებელია, ნებისმიერ დროს მოხდეს მისი დამძიმება, რომელიც გამოვლინდება პნევმონიის სახით. გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა და დინამიური მონიტორინგით გადაწყდება მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი მოქმედება. კლინიკურად, მასთან ერთად მყოფ პირთანაც, რომელიც მოთავსდა ჩვენს ცენტრში, ანალოგიური სიტუაციაა, ვირუსი უარყოფითია და არ არის გამოვლენილი დაავადება. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეება ფოთიდან გადმოყვანილი 18 წლის გოგონას, მისი ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ ჩვენს დაწესებულებაში იმყოფებოდა 19 პაციენტი, მათგან 12 გადაყვანილია  აბასთუმანში საკარანტინო სივრცეში. დღეს დაგვემატა სამი ახალი პაციენტი, რომელთა კვლევა გაგრძელდება ლუგარის ლაბორატორიაში, ჩატარდება ტესტირება და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

„ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში ვრცელდება“ – იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები