LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce-ის ელექტრონულმა თვითმფრინავმა სიჩქარის სამი რეკორდი დაამყარა

81
rlcrs

ელექტრონულმა თვითმფრინავმა Spirit of innovation, რომელიც rolls-Royce-ის მიერაა აგებული, სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. პირველი – 3 კილომეტრის დისტანცია მოდელმა მაქსიმალური სიჩქარით 555,9 კმ/სთ-ით დაფარა და მეორე მას არანაკლებ შთამბეჭდავი მაჩვენებელი ჰქონდა 3000 მეტრის სიმაღლეზე აფრენის დროსაც.

ხომალდი Spirit of Innovation პირველად ჰაერში 2021 წლის 15 სექტემბერს ავიდა. თვითმფრინავს 3 ელექტრო ძრავა აქვს და 400 კილოვატი საათის სიმძლავრე. ელემენტი ერთი დამუხტვით 320 კილომეტრის სვლის მარაგს უზრუნველყოფს.

Rolls-Royce plc-ის განცხადებით, თვითმფრინავმა 16 ნოემბერს სარბოლო მოედანზე 555,9 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო, რაც მას საშუალებას აძლევს რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ელექტრონული თვითმფრინავის წოდებაზე ჰქონდეს პრეტენზია. საავიაციო სპორტის საერთაშორისო ფედერაციას საჭირო დოკუმენტები უკვე გადასცეს და მანამ სანამ რეკორდი ოფიციალურად დადასტურდება, საუკეთესო მიღწევად Extra 330LE-ს  – 337,5 კმ/სთ ითვლება.

გარდა ამისა, ბრიტანული თვითმფრინავი კიდევ ორ რეკორდზე მიდის. პირველი 15 კილომეტრიან დისტანციაზე მაქსიმალური სიჩქარე და მეორე 3000 მეტრის სიმაღლეზე ასვლისთვის დახარჯული დრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები