LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომ არ აშენდეს ფოთის ახალი პორტი და შეჩერდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვინ იქნება პასუხისმგებელი?

402
goco

პარლამენტარი რომან გოცირიძე ფოთისა და ანაკლიის პორტებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას ეხმიანება. ის ვარაუდობს, რომ მთავრობა არც ანაკლიის აშენებას და არც ფოთის პორტის გაფართოებას არ აპირებს. ასევე, გოცირიძე ამბობს, რომ ამ პროცესებში შესაძლოა, ქართველი ჩინოვნიკების და ბიზნესმენების კორუფციული ინტერესები შეიძლება იკვეთებოდეს.

“ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის საიდუმლო ვითარებაში გაცემა არის საგანგაშო და ბევრ კითხვას აჩენს.  

ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმდა

"ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია ადამიანი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა"

ვერავინ აუკრძალავს ფოთის პორტს განვითარებას, მაგრამ ეს არის დაკავშირებული ისეთი საკითხების მოგვარებასთან, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე: მიწების გამოყოფა, გზების მიყვანა, ეკოლოგიური ნებართვის გაცემა და ასე შემდეგ. ეკონომიკის სამინისტოს მიერ გადაწყვეტილების მიიღება იმ დროს, როცა უნდა მოგვარებულიყო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხი, როდესაც გადამწყვეტ ფაზაში არის შესული მოლაპარაკებები ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ინვესტორებს შორის, გამოიყურება უცნაურად და ატარებს შეგნებული და მიზანმიმართული დივერსიის ხასიათს.

რომ არ აშენდეს ფოთის ახალი პორტი და ამავე დროს შეჩერდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვინ იქნება პასუხისმგებელი? რა ფინანსური გარანტიები და სანქციები არის გათვალისწინებული ფოთის პორტის გაფართოების ნებართვის უკან?

მთავრობის ამ ავანტურას ისეთი პირი უჩანს, რომ არც ანაკლია აშენდება და არც ფოთის პორტი გაფართოვდება. ამ უკანასკნელში შეიძლება დაიწყოს გარკვეული სამუშაოები, რაც უფრო ანაკლიის შესაჩერებლად შეიძლება იყოს გამიზნული, ვიდრე ფოთის პორტის რეალურად განსავითარებლად.

გაცხადებული 250 მილიონი დოლარის ინვესტიციების განხორციელება ისედაც არ არის იმ მასშტაბის, რომ ფოთმა ანაკლია ჩაანაცვლოს, თუმცა ამ პროცესის

ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა - მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

რა განცხადება გაავრცელა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა

განსაზღვრულ დროსა და განსაზღვრული ფორმით ინიცირებამ, შეიძლება საბოლოოდ დაასამაროს ანაკლიის პორტის იდეა.

ამ პროცესში შეიძლება იკვეთებოდეს ქართველი ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების კორუფციული ინტერესები, ისევე, როგორც რუსეთის ქმედებები, საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის ანაკლის პროექტის ბლოკირების სახით,” – წერს გოცირიძე.

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულიაროგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g