LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომ არა სუბსიდია, პურის ფასი 20 თეთრით მეტი იქნებოდა – პროგრამა შესაძლოა გაგრძელდეს

98
puriii

ქვეყანაში პურის ფასის შესანარჩუნებლად სუბსიდია, შესაძლოა, გაგრძელდეს. როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, განიხილება სხვადასხვა მიდგომა.

„1-ელ აპრილს მთავრდება სუბსიდირების პროგრამა, შესაბამისად, დღესდღეობით მუშავდება გარკვეული სცენარები. სავარაუდოდ, იქნება ან სუბსიდირება ფქვილში, როგორც დღესაა, ასევე განიხილება სუბსიდირება პურზე, ან შეიძლება სოციალურად დაუცველი ფენისთვის გარკვეული თანხის გადახდა, რომ გაძვირების ეფექტი დაიფაროს. ეს ყველაფერი ბიზნესისთვის ნულოვანი ეფექტის მქონეა და მიმართულია მომხმარებლებზე, რომ პური არ გაუძვირდეს. დღეს რომ სუბსიდირება არ იყოს ფქვილზე, ყოველდღიური მოხმარების პურის ფასი 20 თეთრით მეტი იქნებოდა. სახელმწიფო ასუბსიდირებს, რომ ყოველდღიური მოხმარების პური არ გაძვირდეს. შესაბამისად, თუ არ დასუბსიდირდა გარკვეული რაოდენობა ისევ, ფასი, რა თქმა უნდა, გაიზრდება“,- აღნიშნა ლევან სილაგავამ.

შეგახსენებთ, დღეიდან, ანუ 1-ლი მარტიდან, რუსეთიდან გამოტანილი ხორბლის საბაჟო გადასახადი იზრდება და 50 ევრო ხდება. იმ ფონზე, რომ რუსეთმა საბაჟო გადასახადი გაზარდა, საქართველო რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალს ნაწილობრივ სხვა ქვეყნებიდან იმპორტით ჩაანაცვლებს.

„საქართველო რუსულ ხორბალს ნაწილობრივ ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს,- ამბობს „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები