LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე: მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ერთადერთი ვინც გაასწრებს, არის ადამიანი, რომელსაც ვერტმფრენი აქვს – ივანიშვილი ჩაჯდება ვერტმფრენში და გაფრინდება ცხინვალში

132
BeFunky-collage (6)

მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ერთადერთი ვინც გაასწრებს, არის ადამიანი, რომელსაც ვერტმფრენი აქვს – ივანიშვილი ჩაჯდება ვერტმფრენში და გაფრინდება ცხინვალში,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილს რამდენიმე წლის წინ კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული და აღნიშნა, რომ ეს პროპაგანდაა.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამ გამოიწვია მისი ეს მდგომარეობა, ფაქტია, რომ სიკვდილის პირას არის, დანარჩენი ზღაპრები, სისულელეები და ჭორებია, პროპაგანდისტული ფონი უნდათ შექმნან და არ ანაღვლებთ ადამიანის ჯანმრთელობა და ქვეყნის ბედი. მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ერთადერთი ვინც გაასწრებს, არის ადამიანი, რომელსაც ვერტმფრენი აქვს, ივანიშვილი ჩაჯდება ვერტმფრენში და გაფრინდება ცხინვალში. დანარჩენი ამ ქვეყანაში საშინელი ვითარება იქნება და ამას თუ ვერ აცნობიერებენ, ყურმოჭრილი მონები, უპასუხისმგებლო ადამიანები არიან, რომლებიც რისკავენ ქვეყნის მომავლით და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლით,”- განაცხადა გოცირიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g