LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი სიმღერით გაუწევს კონკურენციას „ევროვიზიაზე“ თამთა გოდუაძე ოთო ნემსაძეს

3440
tamta-goduadze

წელს „ევროვიზიაზე“ ორი ქართველი მონაწილე იქნება. საქართველოს სახელით და რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ საერთაშორისო მუსიკალური კონკურზე ოთო ნემსაძე წარდგება, რომელმაც ახლახან მოიგო „საქართველოს ვარსკვლავი“, ხოლო კვიპროსის სახელით  – თამთა გოდუაძე, რომლის სიმღერა და ვიდეო უკვე მზად არის და ახლახან დაიდო „იუთუბზე“.

სიმღერის სახელწოდებაა Replay, ის საცეკვაოა და ამრტივად დადამახსოვრებელი მისამღერი აქვს, თამთა კი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება. სიმღერის ავტორები გახლავან Alex Papaconstantinou, Geraldo Sandell, Viktor Svensson, Albin Nedler, Kristoffer Fogelmark. ჩაწერილია საბერძნეთში, ერთ-ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში. კლიპის რეჟისორია Giannis Michelopoulos.

თამთას სიმღერას უამრავი თაყვანისმცემელი დადებითად გამოეხმაურა და მას „ევროვიზიაზე“ კარგ პოზიციას უწინასწარმეტყველებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები