LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომი ერთ დღეში არ აშენებულა” – ჩვენი სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას: ირაკლი ღარიბაშვილი

59
unnamed

საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების, სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, “რომი ერთ დღეში არ აშენებულა”, სასამართლოს ძირეული რეფორმების პროცესი გრძელდება და  “ქართულმა ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „არაერთი ხელშესახები რეფორმა განხორციელდა”.

“ევროპარლამენტარი არ არი ჩემი უფროსი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი” – ირაკლი ღარიბაშვილი

„მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“. მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, რამაც რეალურად გამჭვირვალე გახადა და გახსნა ეს სისტემა. ამას გარდა, საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების, სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, რაც ყველა კვლევით დასტურდება, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით. ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან, ვინაიდან მეორე მთავარმა მხარემ არ მოაწერა ხელი. მათ რომ მოეწერათ, ჩვენ დავრჩებოდით. ამის მიუხედავად, ვაგრძელებთ და ვართ ერთგული იმ რეფორმებისა, რომელიც დავიწყეთ და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g