LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რთული გამოსაცნობია, მაგრამ.. ეს ამპლუაც მოვირგე“ – უცნობი ამბები ლევან ხაბეიშვილზე

734
ხაბეიშვილი ფოტო

30 იანვრიდან „ნაციონალური პარტიის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილია.

ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია, 1987 წლის 7 მაისს თბილისში დაიბადა. უმაღლესი განათლება ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებულ უნივერსიტეტ „მცირე აკადემიაში“ მიიღო. 2006 წლიდან სოციალური კვლევის ინსტიტუტ „ბი-სი-ჯი“-ში მუშაობდა.

ენმ-ის ახალი თავმჯდომარე ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა.

ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური ცხოვრების გზა ენმ-ს თავმჯდომარეობამდე ასე გამოიყურება:

  • ხაბეიშვილი 2012-2013 მუშაობდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე,
  • 2013-2014 წლებში იკავებდა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას.
  • 2017 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს დეპუტატად.
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატი სამგორის მაჟორიტარულ ოლქში. მან ხმების 39,14% (27506) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით).
  • 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ლევან ხაბეიშვილი საკმაოდ აქტიურია საკუთარ ფეისბუკგვერდზე, სადაც საზოგადოებას უზიარებს კადრებს აქციებიდან,  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ და ამჟამინდელ წევრებთან, თუმცა იშვიათად ხვდება ოჯახის წევრების ფოტოები.

გამონაკლისი იყო ჯერ კიდევ თავმჯდომარეობის კანდიდატობის დროს, ერთ-ერთ ტელევიზიასთან მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ლევან ხაბეიშვილმა მის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და კრიტიკოსებს უპასუხა.

„ქირქილებენ, ხაბეიშვილი გოიმია, სოფლელია, ბრენდულები არ აცვია და ლილოში ყიდულობს ტანსაცმელსო.. დიახ, ჩემი დედა დღეს გაზის აღმრიცხველად მუშაობს.. ძმა ამერიკაში ტრაილერის მძღოლია“ – ხაბეიშვილი

„დიახ, პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილის პედაგოგი დედა დღეს, გაზის აღმრიცხველად მუშაობს სამგორის რაიონში და კარდაკარ დადის, მამაჩემი ინჟინერი კაცი იყო და არასდროს უთაკილია შრომა.. რომ დასჭირდა ოჯახს, გაზგასამართის დაცვაში იმუშავა და ღამეებს ათენებდა, ჩემი მაიორი ძმა, (რომელიც ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო),  ამერიკაში ტრაილერის მძღოლია – ვამაყობ ჩემი ქართული, ტრადიციული, ქრისტიან- მართლმადიდებლური ოჯახით და მისი თითოეული წევრით“. – განაცხადა მან „ტვ პირველის“.

ლევან ხაბეიშვილს ორი შვილი ჰყავს.

„დღეს სკოლიდან ერთად წამოვედით და გვიხარია“, –  წერს ერთ-ერთი ფოტოს აღწერაში.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, მეუღლეს ლიკა ნიკოლაიშვილს დაშორებულია.

 

 

ლევან ხაბეიშვილი აქტიურია კიდევ ერთ სოციალურ პლატფორმაზე.

როგორც „ტიკ-ტოკზე“ განთავსებული ვიდეოებიდან ჩანს, ლევან ხაბეიშვილი აქტიური პოლიტიკური ცხოვრების მიღმა, ცდილობს სპორტითაც დაკავდეს.

 

 

 

ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიასთან ერთად ველომარათონშიც იღებდა მონაწილეობას.

 

ენმ-ს ახალი თავმჯდომარე ერთხელ რეპერის ამპლუაშიც მოგვევლინა.

„რთული გამოსაცნობია, მაგრამ მთავრობის წინააღმდეგ ეს ამპლუაც მოვირგე“. – ამბობს ხაბეიშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ლევან ხაბეიშვილის რეპი ბევრმა დადებითად შეაფასა. ტიკ-ტოკზე მის ამ ვიდეოს ბევრი მოწონება და დადებითი კომენტარი აქვს.

 

 

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ქონებრივ მდგომარეობას, დეკლარაცია მას, როგორც პარლამენტის წევრს, 2022 წლის თებერვალში აქვს შევსებული.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ლევან ხაბეიშვილის ქონებრივი დეკლარაცია უარყოფითად შეფასდა და დაჯარიმდა. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, დაჯარიმების მიზეზი გახდა: ბიუროს მიერ მოთხოვნილი საბანკო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენა.

იხილეთ ვრცლად:

რა ქონებას ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები