LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარებას და კუპატაძის შურისძიება! ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ. თვითონ ლევანი გამბედაობისა და შეუპოვრობის მაგალითია“ – მიხეილ სააკაშვილი

210
მიხეილ სააკაშილი და ლევან ხაბეიშვილი

რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ხარებას და კუპატაძის შურისძიება! ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ. ჩვეულებრივი ბანდიტები არიან.
თვითონ ლევანი გამბედაობისა და შეუპოვრობის მაგალითია, ისევე, როგორც ბევრი ახალგაზრდა, რომელიც გუშინ ძალადობას არ შეუშინდა“. – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

„არ ვიცი, თვალიდან გამოვიხედავ თუ არა, ან რამდენი პროცენტით გამოვიხედავ, მაგრამ მთავარია თვალებიდან ქვეყანამ გამოიხედოს.. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აღარ გავიღიმებთ, ძალიან შემცდარა, გავიღიმებთ, იმიტომ რომ საქართველო გაიმარჯვებს“ – ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა

ცნობისთვის, 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე შსს-მ 63 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.

პოპულარულები