LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება იგეგმება

75

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრ ჰარი ილან ლაუფერს შეხვდა.  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობას, რომელიც აქტიურად ვითარდება, ასევე – საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმებს და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს.

პრემიერ-მინისტრმა რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციების, ტურისტების რიცხვის მზარდი დინამიკისა და მთის კურორტების პოტენციალის შესახებ.

ჰარი ილან ლაუფერმა გამოთქვა სურვილი, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო რუმინელ ინვესტორებს გააცნოს. მხარეებმა განიხილეს 2018 წელს რუმინეთსა და საქართველოში ერთობლივი ბიზნესფორუმების გამართვისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის პერსპექტივა, ასევე – ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები