LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსა მორჩილაძე: „მეგონა, რომ გამირთულდებოდა კოვიდი ჩემი სხვადასხვა დაავადების გამო, მაგრამ ეს არ მოხდა ვაქცინირების გამო, რადგან ორჯერ ვიყავი „ფაიზერით“ აცრილი…“

446
levanratiani

რუსა მორჩილაძე, რომელიც კოვიდს ლევან რატიანთან მკურნალობდა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრობს კორონავირუსის გადატანასთან დაკავშირებით.

რუსა მორჩილაძე:

„როგორც კი დამეუფლა შეგრძნება, სულ მცირე, რომ ჩემი მდგომარეობა კოვიდს უკავშირდებოდა, გავიქეცი კლინიკაში ბატონ ლევანთან, ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო, რადგან ყოველდღე ვუყურებდი ტელევიზორით და გავიქეცი, როგორც შინაურთან და ახლობელთან. გაიდლაინით რაც არის გათვალისწინებული, ყველაფერი დავიცავით. როგორც მერე მითხრეს, მე ლონგკოვიდი მქონდა და აგრესიულად გადამდები ვიყავი. ჩემი შემთხვევა დამძიმებას არ უკავშირდება. ძალიან პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვარ და იმ საღამოსვე წავედი და პროფესიონალების ხელში აღმოვჩნდი. „ფაიზერით“ ორჯერადად ვიყავი ვაქცინირებული. ძალიან დიდხანს ვიყავი იზოლაციაში… თუმცა, მეგონა, რომ გავრთულდებოდი ჩემი სხვადასხვა დაავადების გამო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ამას ვუკავშირებ ვაქცინას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები