LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები Swarovski-ს პროდუქციას ვეღარ შეიძენენ

122
4b0013ee-9b92-11ec-9c74-96000091f725-660

საერთაშორისო კომპანიების პროტესტს რუსეთის აგრესიის წინაღმდეგ, მსოფლიოში კრისტალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ბრენდი, Swarovski-ც უერთდება და ის რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს. მათ შორის, შეჩერდება Swarovski-ს პროდუქციის ონლაინ გაყიდვებიც.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, swarovski.com ონლაინ მაღაზიაში გაყიდვები დროებით მიუწვდომელია ამ რეგიონისთვის (რუსეთი – რედ.)“, – წერია Swarovski-ის ვებგვერდზე.

ცნობისთვის, Swarovski ავსტრიული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 1895 წელს. ის სპეციალიზირებულია ფხვიერი კრისტალების, სამკაულების, ბროლის ფიგურების წარმოებაში და სინთეზური და ბუნებრივი ძვირფასი ქვების ჭრაში. კომპანია ასევე აწარმოებს ოპტიკურ აღჭურვილობას, მზა ნათურებსა და ჭაღებს.

ტოპ-25 მსოფლიო ბრენდი, რომელიც რუსეთის ბაზრიდან გადის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები