LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა ჩაპლინოს რკინიგზის სადგური დაბომბეს – დაიღუპა 15 ადამიანი

131
უსათაურო დიზაინი (1)

რუსმა სამხედროებმა ცოტა ხნის წინ, დნეპროპეტროვსკის რაიონში, ჩაპლინოს რკინიგზის სადგური დაბომბეს.

უახლესი მონაცემებით, დაიღუპა, სულ მცირე 15 ადამიანი, დაშავებულია 50-მდე მოქალაქე.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეო ბმულით გამოსვლისას განაცხადა.

„სწორედ მაშინ, როცა მოწოდებით გამოვდივარ, მივიღე ინფორმაცია, რომ დნეპროპეტროვსკის რაიონში, რკინიგზის სადგურზე, ჩაპლინის სადგურზე, უშუალოდ რკინიგზის ვაგონებზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ოთხი სამგზავრო ვაგონი დაიწვა. ამ დროისთვის სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 50 დაშავდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.

„სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს“, – ამბობს ზელენსკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g