რუსულმა ძალებმა დნიპროს რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, თავდასხმის ადგილზე, ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო Telegram-ზე ავრცელებს.
“რუსებმა დნიპროს დაარტყეს. ქალაქში რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. რაკეტები კერძო საწარმოს მოხვდა, განადგურდა საწარმოო ობიექტები, გაჩნდა ხანძარი“, – წერს რეზნიჩენკო.
მისივე ცნობით, სარაკეტო თავდასხმის დეტალები ზუსტდება.