LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები

124
eefc87103e039a0ba3be6a23032c64fa07764589

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან, – ამის შესახებ ინფორმაციას სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

დიმიტრი ჟივიცკის განცხადებით, რუსულმა ავიაციამ სუმსა და ახტირკაში, ასევე სოფელ ბიტიცაში საცხოვრებელი სახლები დაბომბა.

“დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება. საგანგებო სიტუაციების სამსახური ნანგრევებს ასუფთავებს და ხანძარს აქრობს. ექიმები მუშაობენ. ასე გამოიყურება რეალურად „რუსული მშვიდობა“ ჩვენ ამას არასოდეს ვაპატიებთ”, – აცხადებს დიმიტრი ჟივიცკი.

ამასთან, მისი ინფორმაციით, მსხვერპლი უკრაინელ სამხედროებს შორისაც არის.

„ჩვენი ბიჭები შეებრძოლნენ მტრის ტექნიკის მთელ კოლონას. არიან დაჭრილები და სამწუხაროდ, რუს სამხედროებთან უთანასწორო ბრძოლაში ოთხი ახალგაზრდა დაიღუპა“, – განაცხადა ჟივიცკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g