LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ბელარუსში ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს – რა შეფასებები მოჰყვა პუტინის განცხადებას

160
ფორტუნა - 2023-03-26T115809.549

მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობა პირველი ივლისისთვის დასრულდება.

“3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. პირველ ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, იარაღი შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გარეშე განლაგდება.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე განლაგებულია 10 თვითმფრინავი, რომელსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.

გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთმა ბელარუსს „ისკანდერის სარაკეტო“ სისტემაც გადასცა, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ტაქტიკური ბირთვული იარაღის მატარებელი.

ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსი დიდი ხანია ითხოვს თავის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.

ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დანიელ ჰოგსტა აცხადებს, რომ სანამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ბირთვული იარაღი აქვს, ევროპა უსაფრთხო ვერ იქნება.

„სანამ პრეზიდენტ პუტინს აქვს ბირთვული იარაღი, ევროპა უსაფრთხო ვერ იქნება. სანამ ქვეყნები ბირთვულ იარაღს გლობალურ პრობლემად არ მიიჩნევენ, ეს პუტინს თავისი საქციელის დაფარვაში ეხმარება“ , – აღნიშნულია დანიელ ჰოგსტას განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმiრ პუტინის განცხადებას, რომ მეზობელ ბელარუსში ბირთვული იარაღი განთავსდება, გერმანიის მთავრობის კრიტიკა მოჰყვა. ამის შესახებ Tagesschau-ი იუწყება.

გამოცემა წერს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კრემლის ხელმძღვანელი „ბირთვული დაშინების“ შემდგომ მცდელობაში დაადანაშაულა.

“პრეზიდენტ პუტინის მიერ ნატოს „ბირთვულ გაზიარებასთან“ შეცდომაში შეყვანაა და არ შეიძლება რუსეთის მიერ გამოცხადებული ნაბიჯის გამართლებას ემსახურებოდეს“, -ციტირებს Tagesschau-ი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბელარუსმა საერთაშორისო დონეზე რამდენჯერმე განაცხადა, რომ იღებს ვალდებულებას, ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ქვეყანა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები