LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ხდება უფრო აგრესიული არა მხოლოდ სამეზობლოში, ისეთ ქვეყნებში როგორიც უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ უკვე ევროკავშირის შიგნითაც: გაბრიელიუს ლანდსბერგისი

53
გაბრიელიუს ლანდსბერგი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგის შეფასებით, რუსეთი ხდება უფრო აგრესიული არა მხოლოდ სამეზობლოში – ისეთ ქვეყნებში როგორიც უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ უკვე ევროკავშირის შიგნითაც.

მისი თქმით, ეს ფაქტია ცხადია და შესაბამისად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე დიპლომატმა თქვა, რომ ეს უნდა აღიარონ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროპამ რუსეთის ქმედებების მიმართ რეაგირებაში ერთსულოვნება უნდა გამოიჩინოს.

„ის, რაც მოხდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ცხადყოფს, რომ რუსეთმა 2014 წელს ჩაატარა ოპერაცია ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში. ეს არ უნდა დავტოვოთ შესაბამისი პასუხის გარეშე. ევროპა უნდა იყო ერთიანი რუსეთის ასეთი ქმედებების პასუხში. ვისურვებდი, ამ მხრივ ევროპის პასუხებში მეტი ერთსულოვნება იყოს,“ – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები