LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი მიესალმება ევროკავშირის შუამავლობას მთიანი ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებებში, თუ ეს არსებული შეთანხმებების შესრულებას ხელს შეუწყობს: დიმიტრი პესკოვი

35
დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია მზადაა, მიესალმოს ევროკავშირის ქვეყნების შუამავლობის მცდელობებს, მთიანი ყარაბაღის რეგიონის შესახებ მოლაპარაკებებში, თუ ეს, მანამდე არსებული შეთანხმებების იმპლემენტაციას ხელს შეუწყობს.

პესკოვის განცხადებით, თუ შუამავლობის ძალისხმევა მოიტანს სტაბილურობას, პროგნოზირებასა და ხელს შეუწყობს არსებული შეთანხმებების შესრულებას, მაშინ ის მხოლოდ მისასალმებელია.

„მთიანი ყარაბაღის შესახებ რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელების სამმხრივი შეთანხმებები პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ძალიან ენერგიული მონაწილეობით იყო მიღწეული.

ის მუდმივ კონტაქტშია მოქმედ პრემიერ- მინისტრ, ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან. ახლა ჩვენ დაკავებული ვართ მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხებით,“ – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები