LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთი შეეცდება კუდის მოქნევას” – რას სცენარებს განიხილავს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე უკრაინის გარშემო

138
79c183373c29bf8e048461cf825bc78d

უკრაინაში საგანგებო ვითარების გამოცხადებას აპირებენ.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

რადას მიერ მისი დამტკიცების შემდეგ კი ქვეყანა საგანგებო რეჟიმზე 30 დღით გადავა.

პარალელურად, დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო, თუმცა ოფიციალური კიევი მსოფლიოს მოუწოდებს, რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო ძლიერად დაარტყას.

უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა შესაძლებელია მოვლენების განვითარების 2 სცენარი ვიხილოთ.

თუ დღეს გავჩუმდებით, ხვალ გავქრებით – ზელენსკიმ რეზერვისტები გამოიძახა

„შესაძლებელია მოვლენათა სხვადასხვა სცენარის განვითარება, არსებობს პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარები.

რაც შეეხება, პესიმისტურ სცენარს, შესაძლოა რუსეთმა მოახდინოს დასავლეთის წინაშე იმის დემონსტრირება, რომ მას დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციების არ ეშინია, გააკეთებს იმას რისი შესაძლებლობაც მას გააჩნია.

შესაძლოა გამწვავდეს ვითარება დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში, ვგულისხმობ, რუსეთის მიერ შეტევის განხორციელებას დონეცკის და ლუგანსკის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დღეს რჩება უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ.

ჩვენ ვიცით, რომ დონეცკის ოლქის დაახლოებით 50%-ს აკონტროლებს უკრაინა, ისევე როგორც ლუგანსკის ოლქის.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქცეულია მთავარი ქალაქები, დონეცკი და ლუგანსკი.

აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა დაიწყოს შეტევა.

უკრაინის საგარეო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს "დაუყოვნებლივ" დატოვონ რუსეთის ტერიტორია

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ რეკომენდაციების უგულვებელყოფა მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთის ფედერაციაში უკრაინის მოქალაქეების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფას.

თუმცა შეტევის ალბათობა მცირდება, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს ემუქრება მეტად მძიმე სანქციები. ჩვენ ვიცით გერმანიის გადაწყვეტილება, შესაბამისად, რუსეთი ვერ განახორციელებს, დაახლოებით 50 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გატანას ევროპულ ბაზარზე.

რაც შეეხება რუსეთისთვის იმ საფრთხეს, რომ ის შეიძლება გაითიშოს საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან, ასევე იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ევროპა აქტიურად მუშაობს თუნდაც რუსეთისგან ალტერნატიული ბუნებრივი აირის მიღებაზე.

ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად ამერიკულმა გემებმა, რომლებიც თხევადი გაზით იყო დატვირთული და აზიისკენ მიემართებოდა, მათ შეცვალეს მიმართულება და მიემართებიან ევროპაში.

რუსეთისთვის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე, ყოველწლიურად რუსეთი 400 მილიარდი ევროს იღებს, იქიდან გამომდინარე, რომ 150-160 მილიარდამდე კუბურ მეტრ ბუნებრივი აირის ყოველწლიური ექსპორტი ხორციელდებოდა ევროპულ ბაზარზე.

აქ შეიძლება რუსეთმა დაინახოს რა საფრთხე ემუქრება მას საფინანსო სისტემიდან გათიშვის შემთხვევაში, თუნდაც ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის შემცირების შემთხვევაში.

"საკუთარ მიწაზე ვართ, არაფრის და არავის გვეშინია..." - უკრაინა ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პარტნიორებისგან ახლა „მხარდაჭერის მკაფიო და ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან“.

ამიტომაც, მგონია, რომ საერთო ჯამში, მოვლენები უფრო ოპტიმისტური სცენარით წარიმართება, ანუ რუსეთი ვერ გაბედავს შეტევას უკრაინის ტერიტორიაზე იმიტომ, რომ სანქციების ფონზე, როდესაც რუსეთი შეიძლება ჩაერთოს ხანგრძლივ ომში, რა თქმა უნდა, ეს მოუტანს მას უარყოფით შედეგებს,“-აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

საინტერესოა თქვენი შეფასების მოსმენა, რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო ახალი რეალობის გათვალისწინებით?

“რუსეთი შეეცდება კუდის მოქნევას თავისი საერთაშორისო პრესტიჟის დაცვის მიზნით,

სავსებით შესაძლებელია რუსეთმა კუდი მოიქნიოს, მაგალითად, გამოაცხადოს ე.წ სამხრეთ ოსეთის მიღება რუსეთის შემადგენლობაში. მით უმეტეს უკვე ცხინვალის რეგიონში უკვე ალაპარაკდნენ 5 ნაბიჯზე, რომლის მიხედვითაც უნდა დასრულდეს ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაცია.

გარდა ამისა, შესაძლებელია საოკუპაციო ხაზის გადმოწევა რამდენიმე ადგილას ოკუპანტების მიერ.

რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველო, სამწუხაროდ, დამოკიდებულია რუსეთზე, რუსეთი გახლავთ საქართველოსთვის ნომერ მეორე სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი.

10-11% საგარეო ვაჭრობის მოდის რუსეთის ფედერაციაზე, თუ რუბლი გაუფასურდა და რუბლი უფასურდება კიდეც, შესაძლოა აღნიშნული ლარის კურსზეც აისახოს.

ეკონომისტთა გაანგარიშებით, რუსეთ-უკრაინის კრიზისს 2022 წელს შეუძლია საქართველოს მოუტანოს დაახლოებით 240 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური დანაკარგი,”-აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები