LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკუთარ მიწაზე ვართ, არაფრის და არავის გვეშინია…” – უკრაინა ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს

112
e5a107dc24e701c4a76745815140a3951

უკრაინა ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს. ვოლოდიმირ ზელესკიმ ასევე მოიწვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა და ეუთო-ს სპეციალური სხდომა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პარტნიორებისგან ახლა „მხარდაჭერის მკაფიო და ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან“.

ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ განაგრძობენ დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკისა და არ აყვებიან პროვოკაციებს.

ზელენსკი: ახლა ქაოსის დრო არ არის, დიპლომატიური გზის მომხრეები ვართ და პროვოკაციას არ წამოვეგებით

„ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, არაფრის და არავის არ გვეშინია, არავის არაფერი გვმართებს, არავის არაფერს მივცემთ და ამაში დარწმუნებული ვართ, რადგან ახლა 2014 წლის თებერვალი კი არა, 2022 წლის თებერვალია. სხვა ქვეყანა, სხვა არმია, ერთი მიზანი. ეს არის მშვიდობა, მშვიდობა უკრაინაში! დიდება უკრაინას!“ – განაცხადა ზელენსკიმ და უკრაინელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, ნორმანდიულ ფორმატში მონაწილეობენ უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია.

მსოფლიო დედაქალაქებს არ სძინავთ… რუსეთის შემდგომი ქმედებები დამოკიდებულია იმაზე, როგორი რეაგირება ექნება მსოფლიოს – დმიტრო კულება

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონებისთვის სანქციების დაწესების შესახებ

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას: ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი – ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად და სოლიდარობით: შარლ მიშელი

ბორის ჯონსონი: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება ძალიან ცუდი სიგნალია – დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად