ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის შეთანხმებების უხეშ დარღვევად აფასებს.
მიშელის თქმით, ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად.
„უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად, მტკიცედ და სოლიდარობით“, -წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
The recognition of the two separatist territories in #Ukraine is a blatant violation of international law, the territorial integrity of Ukraine and the #Minsk agreements
EU and its partners will react with unity, firmness and determination in solidarity @ZelenskyyUa @POTUS
— Charles Michel (@eucopresident) February 21, 2022
“საჭირო გახდა მიგვეღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს, სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. მე მაქვს რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა პუტინმა სპეციალურ მიმართვაში.