LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ჯონსონი: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება ძალიან ცუდი სიგნალია – დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

119
ბორის ჯონსონი

დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ სიტუაცია ვითარდება არასწორი მიმართულებით.

„დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. ეს არის სუვერენულობისა და ტრიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამასთან მინსკის შეთანხმების უარყოფა. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ნიშანია. ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ სიტუაცია ვითარდება არასწორი მიმართულებით.

დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

“საჭირო გახდა მიგვეღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს, სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. მე მაქვს რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა პუტინმა სპეციალურ მიმართვაში.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას: ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი – ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად და სოლიდარობით: შარლ მიშელი

პოპულარულები