რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.
„საჭიროდ მიმაჩნია, მივიღო უკვე დიდ ხანს მომწიფებული გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ ვაღიაროთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ვთხოვ რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას, შემდგომ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებების რატიფიცირება. ორი დოკუმენტი მზად და ხელმოწერილი იქნება უახლოეს დროში. მათ კი, ვინც კიევი ჩაიგდო ხელში და ინარჩუნებს ძალაუფლებას, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა სისხლისღვრის შესაძლო გაგრძელებაზე მთლიანად უკრაინის ტერიტორიაზე მმართველ რეჟიმის სინდისზე იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ჯოზეფ ბორელი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს არ აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა