LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო დედაქალაქებს არ სძინავთ… რუსეთის შემდგომი ქმედებები დამოკიდებულია იმაზე, როგორი რეაგირება ექნება მსოფლიოს – დმიტრო კულება

103
PET-8861-800x520

მსოფლიო დედაქალაქებს ახლა არ სძინავთ, მიუხედავად დროში სხვაობისა. სანქციების ფარგლები და ვადების ზუსტდება. უკრაინა ამტკიცებს: რუსეთის შემდგომი ქმედებები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი რეაგირება ექნება მსოფლიოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

მისი ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციის გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

„შექმნილი სიტუაციის დინამიკის გათვალისწინებით, მქონდა კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ვაშინგტონში ჩვენი ხვალინდელი შეხვედრის წინ. მთავარი საკითხი: სანქციები.

მე ხაზი გავუსვი რუსეთის უკანონო ქმედებების საპასუხოდ მისთვის მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას“, – წერს დმიტრო კულება.

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონებისთვის სანქციების დაწესების შესახებ

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას: ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი – ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად და სოლიდარობით: შარლ მიშელი

ბორის ჯონსონი: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება ძალიან ცუდი სიგნალია – დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g