LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ჩემპიონატიდან „ოცნებაში“: მმართველი გუნდის მე-16 ნომერმა კარიერა თავდაყირა ამოატრიალა

949
FORTUNA.GE (61)

10 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული სიის მე-16 ნომრად მორაგბე დავით კაჭარავა დაასახელა. უფრო სწორედ ყოფილი მორაგბე, მან პოლიტიკაში მოსვლამდე ერთი  დღით ადრე განაცხადა, რომ დიდი სპორტიდან მიდიოდა და სპორტული კარიერა დაასრულა. 

35 წლის მორაგბის პოლიტიკაში წასვლა, ბევრს გაუკვირდა, მით უფრო, რომ მისი გამოცდილების სპორტსმენს ყველა კვლავ რაგბიში ხედავდა, თუნდაც მწვრთნელის პოზიციაზე. თუმცა მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში საკუთარი ინიციატივით წავიდა და ყველაფერს გააკეთებს, რომ რაგბი საქართველოში კიდევ უფრო წარმატებული იყოს.

ამის გაკეთებას კი ის პარლამენტის ტრიბუნიდან შეეცდება.

პოლიტიკაში მოსვლამდე მას სულ რამდენიმე კვირა აშორებს, სავარაუდოდ.

ჯერჯერობით დავით კაჭარავა ინტერვიუებს თავს არიდებს. სანამ გადაწყვეტს ამომრჩეველს საკუთარ თავზე ყველაფერი დაუფარავად უამბოს, გადავწყვიტეთ, მის შესახებ ინფორმაცია მოგვეძიებინა.

ის თბილისში 1985 წლის 16 იანვარს დაიბადა.

მას ნათამაშები აქვს „ნიცასა“ და „როდეზის“ შემადგენლობაში „ფედერალ 1-ის“ ჩემპიონატში (საფრანგეთი).

ნაკრებში ჩატარებული 122 მატჩიდან ეს რეკორდული მაჩვენებელია, 104 სასტარტოში დაიწყო, 25 ლელო გაიტანა და ნაკრებს 125 ქულა მოუტანა. 79 შემთხვევაში მან მოედანი გამარჯვებულმა დატოვა. ოთხჯერ იყო ნაკრების კაპიტანი.

ეროვნულ გუნდთან ერთად ოთხჯერ ითამაშა (2007, 2011, 2015, 2019) მსოფლიოს თასზე.

2013 წლიდან 2020 წლამდე კაჭარავა რუსეთის ჩემპიონატში კლუბ „ენისეის“ შემადგენლობაში თამაშობდა. მისმა მოწინააღმდეგეებმა ეს დეტალი შეიძლება მისი ბიოგრაფიის შავ ლაქად შეაფასონ. თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ კაჭარავას არაერთი მატჩი ჩაუტარებია რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ და საქართველოს დახმარებია “დათვების” დამარცხებაში.

ის გულანთებული ქართველი რომაა, თბილისში წყალდიდობის დროსაც დაამტკიცა. მდინარე ვერეს ადიდების გამო დატბორილ ქუჩებს, დავით კაჭარავა ბევრ მოხალისეებთან ერთად მონდომებით ასუფთავებდა.

კაჭარავას ჰყავდა მეუღლე ანკა დუნდუა, რომელთანაც 2007 წელს იქორწინა. წყვილს ერთი შვილი, ნიკუშა ჰყავს (ბიჭი ფეხბურთზე დადის).

რამდენიმე წლის წინ ცნობილი იყო, რომ  ის ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილს ხვდებოდა.

2019 წელს ქეთი ხატიაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო და მალე დაოჯახებას აპირებდა.

თუმცა წყვილი დაახლოებით ერთი თვის წინ ერთმანეთს დაშორდა. მიზეზი პრესისთვის უცნობია.

 

 

კაჭიმ ნაკრებს 125 ქულა მოუტანა, საინტერესოა, რამდენ ამომრჩეველს შესძენს ის „ოცნებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები