LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დუმაში დაასახელეს ქვეყნები, რომლებიც „რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებებით გამოირჩევიან“, მათ შორის არის საქართველოც

79
რუსეთის დუმა

რუსეთის დუმაში დაასახელეს ქვეყნები, რომლებიც „რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებებით გამოირჩევიან“, მათ შორის არის საქართველოც. რუსეთის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევის ფაქტების თაობაზე სახელმწიფო დუმის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი ვასილი პისკარევის განცხადებით, რუსული მედიის დისკრიმინაციისთვის სარკისებური ზომების შესახებ კანონპროექტი გახდება პასუხი რუსი ჟურნალისტების წინააღმდეგ მტრულ ქმედებებზე.

ვასილ პისკარევის თქმით, უკანასკნელი ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიეტუვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი და რუმინეთი რუსული მედიის მიმართ ყველაზე აგრესიულად იქცევიან.

„რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ სარკისებრი ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ჟურნალისტების მიმართ მტრულ ქმედებებზე. დასავლეთი რამდენიმე წელია, მასობრივ კამპანიას აწარმოებს რუსული მედიის დისკრედიტაციისა და მათი მუშაობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნაზე“.

საუბარია, როგორც ოფიციალურ ღონისძიებებზე აკრედიტაციას უარის თქმაზე, საბანკო სერვისებზე დაბრკოლებების შექმნაზე და მაუწყებლობის შეწყვეტაზე, ასევე საზღვარზე დაკავებებზე, ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნაზე მათი პროფესიული საქმიანობისა და რუსული მედიის კუთვნილების გამო“, – განმარტა პისკარევმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები