LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დუმამ მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულთა მობილიზება კანონით დაუშვა

37
რუსები

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც მობილიზაციის ფარგლებში, მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულების სამხედრო სამსახურში გაწვევას უშვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია აქვეყნებს.

ამ კანონით, კვლავ აკრძალულია ომში იმ პირთა გაგზავნა, რომლებიც სასჯელს იხდიან არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის, ე.წ. ტერორისტული და ექსტრემისტული დანაშაულისთვის, ასევე მძევლების აყვანის, არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ან მასში მონაწილეობის, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო მიზნებისთვის შეიარაღებულ კონფლიქტებსა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

ამავდროულად, ომში შესაძლოა გაიწვიონ ისინი, ვინც გასამართლებულია ან დროებით მსჯავრს იხდის მობილიზაციის პერიოდში სამხედრო სამსახურზე უარისთვის. მაგალითად – დეზერტირობისა და ბრძანების შეუსრულებლობისთვის გასამართლებულები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები