LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დუმის დეპუტატები გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვენ

895
ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადაცია უნდა მოხდეს და ის რუსეთის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.

„ამაზე იყო საუბარი დუმის საბჭოს სხდომაზე და ყველანი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს წარმომადგენელს, რომელიც თავხედურად მოიქცა და შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს მეთაურს, უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთის ტერიტორიაზე, რომ შემდეგ ჩვენმა სასამართლომ გასაზღვროს პასუხისმგებლობის ზომა. შემდეგ უკვე უნდა გადაწყდეს, თუ სად მოიხდის სასჯელს – რუსეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვოლოდინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები