„რუსეთის მოქალაქეებს, ვინც აქციებზე გამოდის – გხედავთ, იბრძოლეთ ჩვენთვის“, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას გააკეთა.
„რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს, რომელიც აქციებზე გამოდის, მინდა გითხრათ, რომ გხედავთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გესმით, ანუ ჩვენი დაჯერება დაიწყეთ. იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“,- აცხადებს ზელენსკი.
ცნობისათვის, გუშინ რუსეთის ფედერაციის 40 ქალაქში აქციები გაიმართა. დემონსტრანტები უკრაინაში ომის დაწყებას აპროტესტებდნენ. გამართულ აქციებზე სულ მცირე 705 ადამიანი დააკავეს.