რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა მოსახლეობაში იკლებს. გამოკითხულებიდან, არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემას ამომრჩეველთა მხოლოდ 43% აპირებს. ეს მონაცემები ფონდის „საზოგადოებრივი აზრი“ კვლევის შედეგად გამოქვეყნდა.

ბოლო 18 წლის განმავლობაში ასეთი დაბალი შედეგი არ დაფიქსირებულა. მხოლოდ 2001 წლის აპრილში იყო 42%.

მოქმედი კონსტიტუციით ვლადიმერ პუტინს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს. ასევე შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ პუტინი თავის მოვალეობებს კარგად ასრულებს, ივლისის 64%-იდან ამჟამინდელ 60%-მდე.

ექსპერტების აზრით, პუტინის რეიტინგის კლების მიზეზები შეიძლება იყოს ტყის ხანძრებიც, მოსკოვის არჩევნებში ოპოზიციონერებისთვის უარის თქმა და ბუნებრივად თაობათა ცვლაც.

ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

მსგავსი თემები