LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსი ღორკუპანტები ხურვალეთში მუშაობას აგრძელებენ, ჩვენი ვარაუდით, ორკები ახალი საგუშაგოს აშენებენ“ – რას აცხადებენ სუს-ში

95
ing

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს დამფუძნებლის, დავით ქაცარავას განცხადებით, რუსი ოკუპანტები ხურვალეთში მუშაობას განაგრძობენ და მისივე ინფორმაციით, ახალ საგუშაგოს აშენებენ.

ამის შესახებ ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

“რუსი ღორკუპანტები ამ წუთებში ხურვალეთში აგრძელებენ მუშაობას.

ჩვენი ვარაუდით, ორკები ახალი საგუშაგოს აშენებენ.

ყოველგვარი სარკაზმის გარეშე – შესაბამის სტრუქტურებს გთხოვთ, გაააქტიუროთ ცხელი ხაზი.

ფოტო-ვიდეო მასალა მოგვიანებით იქნება”, – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.

“ფორტუნას” უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი დაუდასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბორდერიზაცია დღეს განახლდა:

“გიდასტურებთ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს, ხურვალეთში, ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხაზს მიღმა. ბორდერიზაცია დღეს განახლდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც”, – განაცხადეს სუს-ში.

პოპულალურები