LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს

60
სათამაშო

„ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის“ ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს.

რუსებს ბავშვები გამოჰყავთ სკოლა-ინტერნატებიდან და არ აბრუნებენ. ისინი იტაცებენ არა მარტო ობლებს, არამედ მშობლებთან ერთად მცხოვრებ ბავშვებსაც.

„ისინი გადაჰყავთ რუსეთში ბავშვთა ბანაკებში და მშობლებთან აღარ აბრუნებენ. ამით კრემლი ცდილობს, აიძულოს მშობლები, წავიდნენ რუსეთში შვილებთან და დატოვონ სახლები“, – აცხადებენ ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში.