LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს: უკრაინის გენერალური პროკურატურა

65
ომში დაღუპული ბავშვები

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს. მათივე ცნობით, 28 მაისის დილის მონაცემებით, დაშავებული ბავშვების რაოდენობა 440-ს შეადგენს.

უწყების განმარტებით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.

magti 5g