LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში “ფორსაჟის” გადაღებები მიმდინარეობს [ფოტოები]

1485
dfgdg

თბილისის შემდეგ, “ფორსაჟის” გადაღებები რუსთავში მიმდინარეობს. ჰოლივუდი რუსთავში 6 სექტემბრის ჩათვლით იმუშავებს. ფილმის ეპიზოდების გადაღება დაგეგმილია მესხიშვილის ქუჩაზე (მესხიშვილის ქუჩა, თოდრიას წრე, თოდრიას ქ. N7-მდე).

აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

გადაღებების გამო, რუსთავი-თბილისის, კერძოდ, რუსთავი-რკინიგზის სადგურისა და რუსთავი-დიდუბის მიმართულებით, კომპანია “ინტერტრანსის“ ყვითელი მიკროავტობუსების გასვლის ლოკაციებიც შეიცვალა.

მე-12 მიკრორაიონიდან (წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის მიმდებარე ტერიტორია) რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები მე-12 მიკრორაიონიდან, კონკრეტულად კი ,,სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ. დიდუბის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი თოდრიას ქუჩის ნაცვლად, მე-14 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი სუპერმარკეტ “სპარის”(ყოფილი სუპერმარკეტი “პრინცი”) უკანა მხრიდან გავლენ.

 

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES-ის ცნობადი ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება რუსთავში დღეს დაიწყო. გადაღებებში ჩართულია ვერტმფრენიც.

საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში უპრეცედენტოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g