LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან სებისკვერაძის საღამომ ანშლაგით ჩაიარა

902
macaco-sbeskvrdz-news

ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებით საღამოზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ბილეთები ელვის სისწრაფით გაიყიდა. ქართული სიმღერა მაცაცო სებისკვერაძის გარეშე წარმოუდგენელია. ის ძალიან ნაყოფიერი კომპოზიტორია, რომელსაც არაერთი ყველასთვის საყვარელი სიმღერა დაუწერია. შეიძლება,თავისუფლად ითქვას, რომ მის სიმღერებს მთელი საქართველო მღეროდა და მღერის.

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მაცაცო სებისკვერაძის სიმღერების სრულიად ახლებური ვერსიები თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა და მაესტრო ვახტანგ კახიძემ სხვადასხვა თაობის შემსრულებლებთან ერთად ააჟღერა.

თავად კომპოზიტორი კულისებიდან აკვირდებოდა, როგორ სრულდებოდა მის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი „ვკეცე, ვკეცე“, „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო“, „შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება“ და სხვა ბრწყინვალე კომპოზიციები.

კონცერტის შემდგომ ის სცენაზე გამოვიდა და ხანგრძლივი აპოლოდისმენტები დაიმსახურა იმ დიდი სიყვარულის ნიშნად, რომლითაც ქართული საზოგადოება მუდმივად ანებივრებდა მაცაცო სებისკვერაძეს.

ღონისძიებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებას და ასევე მუსიკოსებს შორის.

გიორგი სუხიტაშვილი, კონცერტის ერთ–ერთი მონაწილე დიდი პოსტით გამოეხმაურა შემოქმედებით საღამოს და დაწერა: „გუშინდელი კონცერტი დარჩება ჩემს გონებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში, დიდი მადლობა მაცაცო სებისკვერაძეს იმ კეთილი, სუფთა და პატრიოტული მუსიკისთვის, რაც შექმნა და ქმნის, დიდი მადლობა ვახტანგ კახიძეს და თბილისის სიმფონიურ ორკესტრს კიდევ ერთხელ მაღალი პროფესიოალიზმით შესრულებული კონცერტისთვის და საიმედო პარტნიორობისთვის…“

კონცერტის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა გიორგი უშიკიშვილმაც: „არაჩვეულებრივი ვერსიები მოვისმინეთ ყველასთვის საყვარელი სიმღერების. მადლობა ვერსიების ავტორებს და თბილისის სიმფონიურ ორკესტრს, დიდი მადლობა ვახტანგ კახიძეს. მადლობა შემსრულებლებს აკადემიური შესრულებისთვის. უკლებლივ ყველას ნამღერი ძალიან საინტერესო იყო…“ გიორგი უშკიშვილმა მადლობა გადაუხადა მაცაცო სებისკვერაძის ვაჟს, რეჟისორ დავით გერსამიას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული საღამოს მომზადებაში.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g