კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მიტანილი იერიშის შესახებ ცნობები დაადასტურა.
“ეს არის ყველაზე ცუდი ზამთარი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”- განაცხადა კიევის მერმა. ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ მოსახლეობა მზად უნდა იყოს ყველაზე ცუდი სცენარისთვის.
ვრცელდება ცნობები, აფეთქებების შესახებ მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებშიც.
აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.