LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი დაემსგავსა ღამურას – წულუკიანი

106
BeFunky-collage (2)

“სააკაშვილი ქვეყნის შიგნით კრიმინალად იქცა, ქვეყნის გარეთ კი ღამურას დაემსგავსა”  – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, რომლებიც საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება.

სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში თქვა, რომ მისი ფიგურა, როგორც ივანიშვილს სურდა, არ გაქრება ევროპის რადარებიდან.

თეა წულუკიანი კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა რეფორმატორი და იგი “ღამურას დაემსგავსა”.

“მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით განაჩენებით დადასტურებული კრიმინალია და ქვეყნის გარეთ უკვე რასაც მისი განცხადებებიც მოწმობს, დაემსგავსა ღამურას. ის აქაურიც ვეღარ არის, ცდილობს, აქ ფეხი ისევ მოიკიდოს, რისი პოლიტიკური რესურსი და შანსი მას არ გააჩნია და იმ ქვეყნებში, სადაც ჩაივლის ხოლმე, რა თქმა უნდა, ფეხს ვერ იკიდებს, რადგან ის არც არასდროს არ ყოფილა რეფორმატორი”, – აცხადებს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ქართულ ოცნება მაღალი ხარისხის არჩევნების ჩასატარებლად ემზადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები