LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი სიკვდილმისჯილი პოლიტპატიმარია – ჩემი მთავარი სანერვიულო და საფიქრალიც მიშაა: ნიკა გვარამია

69
ზცბდც

ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სიკვდილმისჯილი პოლიტიკური პატიმარი, ყველაზე მასშტაბური მედასავლეთეა და ამიტომ მის გადარჩენაზე უფრო საჩქარო და მნიშვნელოვანი საკითხი ამ წუთას არაფერია.

„​მინდა იცოდეთ ჩემი პოზიცია – მიხეილ სააკაშვილი არაა უბრალო პოლიტიკური პატიმარი, ჩემგან და ბევრი სხვისგან განსხვავებით, ნამდვილად არაა. ის სიკვდილმისჯილი პოლიტპატიმარი და ყველაზე მასშტაბური მედასავლეთეა, ამიტომ, მის გადარჩენაზე უფრო საჩქარო და მნიშვნელოვანი საკითხი ამ წუთას არაფერია. ჩემი მთავარი სანერვიულო და საფიქრალიც მიშაა“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები