LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“ 10 კილოგრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

125

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, დეკლარირებას ქვემდებარე, საქართველოში კანონდარღვევით შემოტანილი საქონელი სომხეთის მოქალაქის ა.ჰ-ს მანქანაში იქნა აღმოჩენილი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები