LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

123
ოქრო

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“, „ქუთაისის აეროპორტი“ და „წითელი ხიდი“ – მებაჟე ოფიცრების მიერ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 488,58 გრამი) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 30 280 ლარამდე შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჯარიმა შეეფარდათ, ხოლო ერთი კანონდამრღვევის, უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

magti 5g