LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვების ნაწილი, რომელიც ხვალიდან იხსნება

109
BeFunky-collage (6)

ხვალიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება. იხსნება კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში კი დაშვებული ხდება პრაქტიკული და ლაბორატორიული სწავლება.

“მუზეუმები, ბიბლიოთეკები ემზადებიან გასახსნელად. მნიშვნელოვანი სიახლე არის ის რომ, ხვალიდან იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორებს შეეძლოთ ჩამოსვლა PCR ტესტით, ახლა ჩვენი მეზობელი ქვეყანებიც დაემატებიან”.- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

საკოორდინაციო საბჭოს 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან იხსნება:

  • საბავშვო და კერძო ბაღები (2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით);
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
  • ქალაქ ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობა;
  • გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება
  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.

შეგახსნებთ, ქვეყანაში უკვე აღგენილია საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გახსნილია სასტუმროები სამთო კურორტებზე.

კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი.