LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბედისწერო ლამაზმანი“ – ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის 17 წლის ქალიშვილმა სიცილიაში პოდიუმი დაიპყრო

29310
page

სიცილიაში „ალტა მოდას“ ფარგლებში გამართული „დოლჩე და განბანას“ ჩვენება რამდენიმე ფაქტორის გამო გახდა განსაკუთრებული. ერთი, რომ მას მსოფლიო კინოს ლეგენდარული ვარსკვლავები ესწრებოდნენ და მეორეც, მასზე დამწყებმა, მაგრამ თანამედროვეობის ულამაზესმა მოდელებმა გაიბრწყინეს. მათ შორის იყო ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის 17 წლის ქალიშვილი დევა, რომელიც „დოლჩე და გაბანას“ სახეა.

დევამ პოდიუმზე ბრენდის უახლესი კოლექციიდან „საბედისწერო ქალის“ კოსტიუმი წარადგინა. თეთრი გამჭვირვალე კაბა დევას ულამაზეს შავ თეთრეულთან ჰქონდა შეხამებული, რაც სამოსს საოცარ ორიგინალურობას მატებდა.

ფოტო: „ბარბის თოჯინას ჰგავს“ – 17 წლის დევა კასელი Glamour-ის გარეკანზე ბრწყინავს

მონიკა ბელუჩი და დევა კასელი „ვოგის“ გარეკანზე – ვარსკვლავური დედა-შვილის საოცარი ფოტოსესია და მონიკას ემოციური სიტყვები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები