LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონიკა ბელუჩი და დევა კასელი „ვოგის“ გარეკანზე – ვარსკვლავური დედა-შვილის საოცარი ფოტოსესია და მონიკას ემოციური სიტყვები

2201
page

56 წლის მონიკა ბელუჩი და მისი 16 წლის ქალიშვილი, დევა კასელი იტალიური „ვოგის“ გარეკანზე მოხვდნენ. ფოტოებს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დედა-შვილს ზურმუხტისფერი კაბები ამშვნებთ.

ფოტოსესია საოცრად დახვეწილი და ემოციურია. მონიკა და დევა ჩახუტებულები პოზირებენ. მოგვიანებით ფოტო ვენსან კასელმაც გაავრცელა, სათაურით – „ოჯახური ამბები“.

 

View this post on Instagram

 

A post shared by VINCENT CASSEL (@vincentcassel)

„დევას ვკითხე, რატომ სურდა ჩემთან ერთად ფოტოები გადაეღო, მან საოცარი პასუხი გამცა, როდესაც მე და შენ უკანასკნელად გადავიღეთ საჯარო ფოტოები, მე ჯერ კიდევ შენს მუცელში ვიყავი“, – განუცხადა გამოცემას ბელუჩიმ.

ლეგენდარულმა იტალიელმა მსახიობმა ქალიშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მოსიყვარულე დედაა და ცდილობს, დევას თითოეული მხარე მიიღოს.

 წონაში საგრძნობლად დაკლებული მონიკა ბელუჩი F Magazine-ისთვის პოზირებს

16 წლის დევა კასელი Harper’s Bazaar-ის გარეკანზე – ლეგენდარული მშობლების ქალიშვილი მოდის ინდუსტრიას იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები