ლეგენდარული მსახიობების, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი, 16 წლის დევა კასელი მოდის ინდუსტრიას იპყრობს. ბოლო პერიოდში გოგონა სხვადასხვა გლამურული გამოცემის გარეკანზე მოხვდა.
ყველაფერი „დოლჩე და გაბანას“ სარეკლამო კამპანიით დაიწყო. 2019 წელს კი მან ბრენდის სუნამო, Dolce Shine წარადგინა. გასულ თვეს კასელმა ფრანგული Elle-ს გარეკანი დაამშვენა, სადაც შავი და ყვითელი ფერებით კომბინირებულ ორეულში პოზირებს.
ახლა კი დევამ ესპანური Harper’s Bazaar-ის გარეკანზე მოხვდა. მოდელი შავ-თეთრ, კუბიკებიან პიჯაკში პოზირებს. ფაქტია, 16 წლის ასაკში დევა უკვე წარმატებულ მოდელად ჩამოყალიბდა, თუმცა, თუ რისი ან ვისი დამსახურებაა ყოველივე ეს, – დასკვნა თქვენთვის მოგვინდია.