55 წლის მონიკა ბელუჩისა და 53 წლის ვენსან კასელის უფროსი ქალიშვილი დევა, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 16 წლის გოგონამ გასულ წელს „დოლჩე და გაბანას“ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ახლა კი მან ფრანგული Elle-ს გარეკანი დაამშვენა, სადაც შავი და ყვითელი ფერებით კომბინირებულ ორეულში პოზირებს.
შეგახსენებთ, ზაფხულში საზოგადოებამ ვარსკვლავური ოჯახი ერთად კვლავ იხილა, დევას გადაღებებზე გასამხნევებლად მშობლები, ვენსანი და მონიკა ახლდნენ.
ფოტო: ვენსან კასელი მონიკა ბელუჩისთან და შვილებთან ერთად იტალიაში დააფიქსირეს
სარეკლამო კამპანიის მთავარი გმირი კვლავ 15 წლის დევა გახდა