ბრიტანელი სუპერმოდელი, ნაომი კემპბელი საქართველოს ეწვევა.
ლეგენდარული სუპერმოდელი საზოგადოების წინაშე დიჯეის ამპლუაში წარდგება.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში MONO HALL-ი ავრცელებს და წერს, რომ ნაომი კემპბელი საქართველოში 26 სექტემბერს ჩამოვა:
„დედოფალი თბილისში ჩამოდის! 26 სექტემბერს – მთაწმინდის პარკში – Mono Hall და Boom Boom Booking Agency წარმოგიდგენთ, ლეგენდარულ ბრიტანელ სუპერმოდელს, დიჯეის ამპლუაში – NAOMI CAMPBELL. Early Bird (შეზღუდული რაოდენობით) – ბილეთების გაყიდვა იწყება – 6 აგვისტოს – დღის 12:00 საათზე. გენერალური გაყიდვები დაიწყება – 7 აგვისტოს – დღის 12:00 საათზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ბილეთები (როგორც Early Bird ასევე General) გაიყიდება მკაცრად შეზღუდული რაოდენობით. ამიტომ დროულად მოასწარით, როგორც Early Bird ასევე General ბილეთების შეძენა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
