LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში საქართველოს ექვსი მოქალაქე ბინების ძარცვის ბრალდებით დააკავეს

128
188413246-155425553144683-3980038568400798507-n

“ესენი არიან ქართველები, რომლებმაც ათენში ბინები გაძარცვეს” – ინფორმაციას ამ სათაურით ბერძნული მედიასაშუალება THETOC ავრცელებს და ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ექვსი მოქალაქე ჯგუფურად მოქმედებდა და თითოეულ წევრს მისთვის განსაზღვრული როლი ჰქონდა.

სამართალდამცავი უწყება ეჭვმიტანილების პირად მონაცემებსა და ფოტოებს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ დაკავებულები სახლებს სხვადასხვა რეგიონებში ძარცვავდნენ.

ბერძნული მედია წერს, რომ პოლიციის მიერ ამ დროისთვის გამოძიებულია ქურდობის 18 შემთხვევა, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მოპარული ნივთების საერთო ღირებულება კი 190 000 ევროს აჭარბებს. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ დაკავებულების უმრავლესობას მსგავსი დანაშაულებისთვის ბრალი წარსულშიც წაუყენეს. 

“კრიმინალურ დაჯგუფებას მყარი სტრუქტურა ჰქონდა,მის თითოეულ წევრს კი განსხვავებული ფუნქცია. დაჯგუფების ბირთვი უცვლელი იყო, ფართო კრიმინალური წრის შემადგენლობა კი საჭიროებების შესაბამისად, დროის შესაბამის მონაკვეთში იცვლებოდა.

ხელმძღვანელი 38 წლის პიროვნება იყო. იგი მონაწილეობდა ყველა ქურდობაში, მეორე კოორდინაციას უწევს ორგანიზაციის სხვა წევრების მოქმედებებს. 31 წლის ქალბატონს უმეტესად, ქურდობის როლი ჰქონდა, ასევე ჯგუფის წევრები მიდიოდნენ სხვადასხვა რეგიონში და აკვირდებოდნენ “კანდიდატ სახლებს” და მეზობლების გადაადგილებას.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, დაკავებულები ძირითადად პაგრატის, კაისარიანისა და ზოგრაფუს რაიონებს ძარცვავდნენ. ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით სამკაულები, ვერცხლის ჭურჭელი, საათები, ბრენდირებული ტყავის ნაწარმი, ელექტრონული მოწყობილობები, ლეპტოპები და მობილური ტელეფონები და ალკოჰოლური სასმელები.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები