LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

43
შუქი

საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.

„08:00 საათიდან 08:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები